воскресенье, 22 декабря 2013 г.

მეცხრე დღე

ჩემთვის ეს ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გავეცანი უამრავ საინტერესო და ახალ ინფორმაციას, რომელიც გამომადგება მომავალშიც და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებაში, ასევე შემეძლება ჩემი ცოდნა გავუზიარო სხვებს. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ხათუნას, რომელიც საინტერესოდ და გასაგებაად გვიხსნიდა პროექტის შესახებ, და ვფიქრობ რომ მიზანს მიაღწია კიდეც. დიდი წვლილი შეიტანა ჩემ გააქტიურებაშიც. ასევე არ მინდა გამომრჩეს პროექტის მონაწილეები, რომლებსაც ძალიან დავუახლოვდი, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მერვე დღე

ვისწავლეთ ბლოგებზე მუშაობა,ჩვენს მიერ გაკეთებული მასალების ატვირთვა, ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და გასამეორებელი.
დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნას, რადგან ჩემს უამრავ კითხვას, რომელსაც ვიმეორებდი და ვიმეორებდი დაუზარლად და მოთმინებით მპასუხობდა. გული მწყდება, რომ მალე დასრულდება ჩვენი ტრენინგკურსი.

суббота, 7 декабря 2013 г.

მეშვიდე დღე

ბევრი და სასარგებლო მუშაობაა საჭირო, ვცდილობ ყველაფრის დამახსოვრებას. დარწმუნებული ვარ გამოვიყენებ ყველაფერს პრაქტიკაში.

მეექვსე დღე

ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. მოდული ძალიან საინტერესოდა სახალისოა.

მეხუთე დღე

ვისწავლეთ მოსწავლეთა  ნიმუშების შექმნა , სავარაუდო ნაშრომები.ძალიან საინტერესო მოდული იყო, რადგან ესა თუ ის თემა შეიძლემა დავინახოთ მოსწავლის თვალით.